თეგი: 7 წლის ბავშვი

უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი

"ყველაფერი კარგად ჰქონდა, ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი", - უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.  როგორც გარდაცვლილი ბავშვის დედამ მაია ინჯგიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა გაიგოს მის შვილს რა დაემართა. "ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- განაცხადა ინჯგიამ. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.   

ჯანდაცვის მინისტრი: ოპერატიულად დავადგენთ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია 7 წლის ბავშვის გარდაცვალება

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა. „21-ე საუკუნეში, ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება“, - ამის შესახებ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი თქმით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. „ძალიან სამწუხარო ფაქტია და ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ. უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა: არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დაიღუპა ჩემი შვილი ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ოპერაციამდე მსგავსი ტიპის მანიპულაციას, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში მსგავსი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს და აუცილებლად, ძალიან ოპერატიულად დავადგენთ იმ მიზეზს თუ რამ გამოიწვია ეს. ჩვენი რეგულირების სააგენტოს უკვე აქვს ასეთი მითითება, რომ არ დაველოდოთ კონკრეტულ შეტყობინებას კლინიკიდან, გამვლელიდან, ტელევიზიიდან და ა.შ. და როგორც კი მსგავსი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა, გავიდნენ და ადგილზე შესწავლა დაიწყეს. ამასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს შესწავლას, ასევე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და ვფიქრობ, ძალიან მალე გაირკვევა თუ რატომ მოხდა ბავშვის გარდაცვალება. არ ვიცი სამედიცინო შეცდომასთან არის თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუმცა ასეთი მასშტაბის კლინიკებში აუცილებლად არიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ის შესაბამისი სერვისებიც წესით უნდა არსებობდეს, რომ ასეთ საგანგებო მდგომარეობაში ანესთეზიის დროს ასეთი რამე არ მოხდეს“, - განაცხადა აზარაშვილმა. ცნობისთვის, 7 წლის ბიჭი, 4 აგვისტოს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.